ყურადღება!
პარასკევს, 17 ოქტომბერს, დაიწყო კერძო სკოლებს შორის შეჯიბრი ფეხბურთში, რომლის ორგანიზატორია კერძო სკოლა QSI.
შეჯიბრი ტარდება 2 ასაკობრივ კატეგორიაში:
I კატეგორია – 11-13 წლის მოსწავლეები;
II კატეგორია – 14-17 წლის მოსწავლეები.
17 ოქტომბერს გაიმართა ევროპული სკოლისა და ბრიტანული სკოლის უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ნაკრები გუნდების შეხვედრა. ევროპული სკოლის ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგით, 8:0-ით გაიმარჯვა.
ევროპული სკოლის უმცროსი ასაკის ნაკრების წევრები არიან:
- სანდრო ჯანაშია
- გიორგი ვეკუა
- ლუკა შარანგია
- ნიკოლოზ ლუხუტაშვილი
- ბათა ზედგენიძე
- თეიმურაზ იორდანიშვილი
- ანდრია კარბელაშვილი
დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა კერძო სკოლასთან.
ვუსურვებთ წარმატებას ევროპული სკოლის ნორჩ ფეხბურთელებს!