ყურადღება!

2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ორგანიზებულად დასრულების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2014-2015 სასწავლო წლის ევროპული სკოლის პირველი სემესტრის საგაკვეთილო პროცესი დამთავრდეს ა.წ. 24 დეკემბერს

2. ევროპული სკოლის მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესი განახლდეს 2015 წლის 20 იანვარს

3. კლუბების მეცადინეობები დამთავრდეს 19 დეკემბერს

4. ,,ევროპული სკოლის’’ სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა (ევროპული ბაღი) მუშაობა დაამთავროს 30 დეკემბერს

5. გადაწყვეტილება დამფუძნებელთა გრანტის მინიჭების თაობაზე მიღებული იქნეს ყველა გამოცდის შედეგების გათვალისწინებით

6. სემესტრული გამოცდები დამტკიცებული განრიგის მიხედვით (იხ. დანართები).

დანართი 1

დანართი 2 – IB DP  and MYP

დანართი 3 – AHS

აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, დაევალოს :

1. დირექტორის პირველ მოადგილეს ავთანდილ გაგნიძეს:

 • საგამოცდო ცხრილების შედგენა და საგამოცდო პროცესის მონიტორინგი;

• საგამოცდო მასალების 13 დეკემბრამდე შედგენის და ჩაბარების უზრუნველყოფა;

• საგამოცდო ოქმების შედგენა და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში.

2. დირექტორის მოადგილეს გურანდა ჭელიძეს:

 • ქართული სექტორის საგამოცდო უწყისების მომზადება და მასალების დროული გამრავლება;

• საგამოცდო პროცესის ორგანიზება;

• გამოცდებზე დამსწრე მასწავლებლების და მშობლების დროული ინფორმირება;

• საგამოცდო ნაშრომების შეგროვება და მათი გასწორების ორგანიზება;

• საგამოცდო უწყისების შევსება და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.

3. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის დირექტორს ვინსენტ ევანოს:

 • საერთაშორისო ბაკალავრიატის სექტორის საგამოცდო უწყისების მომზადება და მასალების დროული გამრავლება;

• საგამოცდო პროცესის ორგანიზება;

• საგამოცდო ნაშრომების გასწორების ორგანიზება;

• საგამოცდო უწყისების შევსება და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.

4. ამერიკული განათლების სექტორის დირექტორს ადამ ჯონსონს:

 • საგამოცდო უწყისების მომზადება და მასალების დროული გამრავლება;

• საგამოცდო პროცესის ორგანიზება;

• საგამოცდო ნაშრომების გასწორების ორგანიზება;

• საგამოცდო უწყისების შევსება და ჩაბარება შესაბამისი გამოცდის ჩატარებიდან 2 დღის ვადაში.

5. კოორდინატორებს სასწავლო დარგში, ნანა ივანიძეს, მარინა მელიქიძეს, ქეთევან მაღლაკელიძეს, ანა სახაროვას, ლინდა ციცქიშვილს, ნათია თევზაძეს:

 • უზრუნველყონ კლასების დამრიგებლების მიერ მოსწავლეთა I სემესტრის შეფასების (საგამოცდო ნიშნების გარეშე) 22 დეკემბრამდე წარმოდგენა;

• უზრუნველყონ სემესტრული ნიშნების შედარება ელექტრონული დღიურის მონაცემებთან;

• უზრუნველყონ მშობელთა კრებების ჩატარება I-IV კლასებში 26 დეკემბრამდე, ხოლო V-XII კლასებში 20015 წლის 25 იანვრამდე.

6. დირექტორის კონსულტანტს ნინო კობახიძეს და კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორს ინგა თოლორაიას:

 • უზრუნველყონ შემაჯამებელი ღონისძიებების ჩატარება 26 დეკემბრამდე;

• გაუწიონ ორგანიზება და უზრუნველყონ კონტროლი ექსკურსიების ჩატარებაზე, რომლებიც განხორციელდება თბილისსა და მის ახლო მდებარე რაიონებში.

5. ICT მენეჯერს, შორენა აბესაძეს და საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, მაია ჯოხაძეს:

 • შეაჯამონ და წარმოადგინონ დამფუძნებელთა გრანტის კანდიდატ მოსწავლეთა სია;

• სასწავლო დარგში კოორდინატორებთან ერთად გადაამოწმონ სემესტრული შეფასებების სიზუსტე;

• შეაჯამონ და დირექტორის მოადგილესთან წარმოადგინონ გამოცდებისა და სემესტრული შეფასებების საბოლოო მონაცემები.

6. მენეჯერს სამეურნეო დარგში, მალხაზ ბარბაქაძეს:

 • უზრუნველყოს ტრანსპორტის მოძრაობა შეცვლილი გრაფიკის მიხედვით: საგამოცდო დღეებში მოსწავლეთა მოყვანა სკოლაში 9 საათზე, სკოლიდან გაყვანა 14 საათზე;

• უზრუნველყოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მომარაგება საჭირო მასალებით და რესურსებით საგამოცდო პერიოდში.

• უზრუნველყოს მოსწავლეთა კვება შეცვლილი გრაფიკის მიხედვით.

7. დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მიხეილ შავერდაშვილს:

 • მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას გასვლითი ექკურსიების და აღმზრდელობითი ღონისძიებების ჩატარების დროს;

• სამეურნეო მენეჯერთან ერთად საჭიროების შემთხვევაში კონტროლი გაუწიოს ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხებს.

დირექტორი ნანა მოსიძე

Share on: