ყურადღება!
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების
ნამუშევართა გამოფენა-კონკურსის შედეგები
2014 წლის დეკემბერში “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა-კონკურსი დევიზით – “მოდის ახალი წელი“.
სკოლის დირექტორის, ქ-ნ ნანა მოსიძის ბრძანებით შეიქმნა საორგანიზაციო კომისია და სპეციალური ჟიური ქ-ნ თამარ ჯაყელის თავმჯდომარეობით. კონკურსზე 50-მდე მოსწავლემ დაახლოებით 80 ნამუშევარი წარადგინა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა 6 გამარჯვებული, ესენი არიან:
- მარიამ ბერძნიშვილი (AHS IXკლასი);
- ანა ბრეგვაძე (V გ კლასი);
- ნიკოლოზ გიგიბერია (PYP IVკლასი);
- გერმან გოგლიჩიძე (PYP IVკლასი);
- მარიამ დევაძე (V გ კლასი);
- თათული ლორია (PYP I კლასი).
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური დიპლომებით, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებმა დაამშვენა ახალი წლის მისალოცი ბარათები.
“ევროპული სკოლის“ დირექცია ულოცავს გამარჯვებულებს და მომავალ წარმატებებს უსურვებს მათ!