ყურადღება!
2015 წლის 9 მარტს ევროპული სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის სასწავლო-შემეცნებით კონკურსში “სამეფო გვირგვინი“. კონკურსის ფარგლებში ჩატარდა კონფერენციები სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში, ასევე მხატვართა კონკურსი. ევროპული სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს ორი პირველი, ორი მეორე ადგილი და საპატიო სიგელები. დაჯილდოვებულთა შორის არიან:
თამარ ღაძაძე – VIIბ კლასი, კონფერენცია მათემატიკაში, I ადგილი
ირაკლი თუთბერიძე – IXა კლასი, მხატვრული ნამუშევრისათვის, I ადგილი
გიორგი ლელუაშვილი – IXგ კლასი, კონფერენცია ისტორიაში, II ადგილი
ანა-მარია გოგინაშვილი – IXგ კლასი, კონფერენცია ბიოლოგიაში, II ადგილი
საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ: ნინო შიოლაშვილი (VIIბ კლასი), გიორგი ლელუაშვილი (IXგ კლასი) , ნინი როხვაძე (IXგ კლასი), მირანდა კაჭარავა (IXგ კლასი), დავით ბერძნიშვილი (AHS, IX კლასი). მადლობის ფურცლით დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის პადაგოგები: თამარ ჯაყელი, მანანა ჟამურაშვილი, თამუნა ციგროშვილი და ზურაბ ჯამბურია.
ვულოცავთ მათ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.