შემოდგომის დღეები ევროპულ სკოლაში
28 ოქტომბერს გთავაზობთ შემოქმედებით პროექტს- “შემოდგომის დღეები ევროპულ სკოლაში“.
 ექსპოზიციაზე წარმოდგენილი   მრავალფეროვანი დეკორაცია-კომპოზიციები შექმნილია ბუნებრივი და ხელოვნური მასალებით. მოგხიბლავთ შემოდგომის თემაზე  გამოფენილი ნახატები და ესეები . მოსწავლეები წარმოადგენენ პერფორმანსებს.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ “ევროპული სკოლის“ ქართული სექტორის დაწყებითი (I-VI) კლასებისა და PYP-ის მოსწავლეები, მათი დამრიგებლები და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სამივე მასწავლებელი.