შეხვედრა გაუმჯობესებისთვის

პარასკევს, 4 ნოემბერს ევროპულ სკოლაში ჩატარდა IB განყოფილების მშობელ-მასწავლებელთა და სტუდენტთა კრება, რომელსაც სკოლის დირექტორი ნანა მოსიძე, IB სექტორის ხელმძღვანელი რობერტ თორნი და IB პროგრამების კოორდინატორები ესწრებოდნენ.

კრებამდე მოსავლეთა მშობლებს გადაეცათ მასწავლებლების მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც აღნიშნული იყო მოსავლეთა აკადემიური მოსწრების, ყოფაქცევისა, მათი სუსტი და ძლიერი მხარეების ჩამონათვალი და პრობლემების გადაწყვეტის საშუალებები.

IB PYP მიმართულების კოორდინატორმა ანა სახაროვამ მოსწავლეთა გაცდენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაცდენა საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ კოორდინატორთან შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სკოლის შინაგანაწესზე. განსაკუთრებით, მოსწავლეთა მიერ ფორმის ტარებაზე, ვარცხნილობასა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სხვა ნორმების გათვალისწინებაზე.

შეხვედრაზე საკუთარი მოხსენება წარადგინეს სკოლის თვითმმართელობის წევრებმა მარიამ მესხმა და ალექსანდრე კვარაცხელიამ. მათ აღნიშნეს სკოლის წინსვლა და ზრუნვა მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის. ახალი საკლასო ოთახების დამატება და სასაკოლო ბიბლიოთეკებისა და ლაბორატორიების განახლება-გაუმჯობესება.

IB სექტორის ტექნოლოგიების პედაგოგმა შორენა აბესაძემ გააკეთა პრეზენტაცია ელექტრონულ დღიურებზე და ახსნა მათი გამოყენების წესი.

პრეზენტაციის  შემდეგ მშობლები და სტუდენტები სათითაოდ შეხვდნენ მასწავლებლებს და ისაუბრეს აკადემიური მოსწრებისა ამაღლებისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე და სხვა პრობლემურ საკითხებზე.

Share on: