ჩინეთის შესახებ კონკურსისა და გამოფენა - კონკურსის შედეგები
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტმა ა.წ. 25-29 იანვარს ჩაატარა შემეცნებითი კონკურსი “რა ვიცით ჩინეთის შესახებ“ VII – XII კლასის მოსწავლეთათვის და მოსწავლეთა ნახატების გამოფენა-კონკურსი III – VI კლასის მოსწავლეთათვის.
ამ კონკურსში “ევროპული სკოლიდან“ მონაწილეობდა 60-მდე მოსწავლე. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პრიზებით და გადაეცათ სერტიფიკატები. მათ შორის იყვნენ შემეცნებით კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები: ნინო ზარაფიშვილი, სანდრო ზურაბიშვილი, გიორგი მაისაშვილი, ელენე ქობლიანიძე, ანა ყაფლანიშვილი (VIIა კლასი); ნინი დუმბაძე (MYP VII კლასი); ირაკლი ბეჟუაშვილი (VIII ა კლასი); თამარ ადამია (IX ა კლასი); ჩატა თათეშვილი (MYP IX კლასი); მარიამ ბაღდავაძე, მარიამ გობიანიძე, ანა გორდეზიანი, მარიამ თათეშვილი, ანი მარგველაშვილი, ნატალი მარგველაშვილი და ქეთევან ყამარაული (DP XI კლასი).
კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 1 თებერვალს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელები.
“ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია