წინასაახლაწლო შეხვედრა ქალთა ასოციაციის ბენეფიციარებთან

  საერთაშორისო ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 22 დეკემბერს კაფე “ჩარდახში“ წინასაახლაწლოდ ასოციაციის ბენეფიციარებს შეხვდა. ასოციაციის თავმჯდომარე  მაია კვეზერელი-კოპაძე ასოციაციის წევრ   ქალბატონებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს, რომელთაც საკუთარი თვითშემოქმედებით განსაკუთრებული ელფერი შესძინეს შეხვედრას, სასიამოვნო გარემოში გაუმასპინძლდა.

   “ევროპულმა სკოლამ“ თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში. მოსწავლეებმა წინასწარ შეგროვილი სურსათით საახალწლო ნობათი  მოუმზადეს ასოციაციის ბენეფიციარებს და შეხვედრის ბოლოს გადასცეს. 

Share on: