“ჰაგიოგრაფია თანამედროვეთა თვალით“
ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის პროექტი
1-3 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ სამივე პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ეთნოტურში – “ჩვენი ქალაქის ისტორია“ დათო ტურაშვილთან ერთად. ექსკურსია ორგანიზებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ. (პედაგოგები: თამარ ლომიძე, თეკლა ბერაძე, რუსუდან ბრეგაძე და მაია წენგუაშვილი).
მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისის ის ადგილები, რომლებიც უკავშირდება წმინდანთა ცხოვრებას და მათ მიერ შესწავლილი ჰაგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშებს.