ჰოლივუდის გამოჩენილი კინორეჟისორი "ევროპულ სკოლას" ეწვია

22 აპრილს ევროპულ სკოლას ეწვია გამოჩენილი ამერიკელი კინორეჟისორი – მაიკლ ჰოფმანი. იგი ავტორია ისეთი ცნობილი ფილმების როგორებიცაა: “გამბიტი“, “ერთ შვენიერ დღეს“, “ზაფხულის ღამის სიზმარი“, “ბოლო გაჩერება“  და სხვა. ის მუშაობდა ჰოლივუდის და მსოფლიო კინოს ვარსკვლავებთან: მიშელ პფაიფერთან, ჯორჯ კლუნისთან, მაიკლ კიტონთან, სოფი მარსოსთან, ჰელენ მირენთან, ქემერონ დიასთან, ვუპი გოლდბერგთან, მეგ რაიანთან, ჰიუ გრანტთან და სხვებთან.

მაიკლ ჰოფმანმა – საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა 2015“ ის ეგიდით ევროპულ სკოლაში ჩაატარა მასტერკლასი კინოხელოვნებით დაინტერესებული მოზარდებისთვის. მან მოუთხრო აუდიტორიას თავისი პროფესიის საინტერესო დეტალებსა და გამოცდილების შესახებ, აგრეთვე ისაუბრა კინოწარმოების სპეციფიკაზე პირად ცხოვრებაზე. შეხვედა  მიმდინარეობდა  კითხვა – პასუხის რეჟიმში.

დასასრულს კინორეჟისორმა წარმატებები უსურვა ფესტივალ “ოქროს პეპელას“ და სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა შეხვედრის მონაწილეებს.

Share on: