14 აპრილი, დედა ენის დღე!

დედა ენის დღის აღსანიშნავად, ევროპულ სკოლაში მთელი კვირის განმავლობაში აქტივობები გაიმართა: თემატური გაკვეთილები, შემოქმედებითი გამოფენები, მოსწავლეთა პრეზენტაციები და ლიტერატურული კონკურსები. კვირეული კი საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდა, სადაც მოსწავლეებმა ქართული სიტყვა მუსიკით, პოეზიითა და ცეკვით გააცოცხლეს.

 დედა ენის დღე, რომელიც ქართულ ენას, ჩვენს ეროვნულ საგანძურს ეძღვნება. ენას, რომელმაც საუკუნეების სვლას გაუძლო და დღესაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განუყოფელი ნაწილია.

ქართული ენა უნიკალური კულტურული სიმდიდრეა — ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე უძველეს ენათაგან, რომელსაც საკუთარი, გამორჩეული ანბანი გააჩნია. ანბანი, რომელსაც თაობები იყენებენ და რომლის წყალობითაც ვთარგმნით ჩვენს ისტორიას, ემოციებსა და იდეებს.

“ევროპული სკოლა“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ენისა და კულტურის შენარჩუნებას, მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების გაღვივებას.

Share on: