2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის გრანტოსნები უკვე ცნობილია!

“ევროპული სკოლის“ 30-მა წარჩინებულმა მოსწავლემ, პირველი სემესტრის დასასარულს შეჯამებული შედეგების საფუძველზე, მიიღო “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ გრანტი: “ევროპული სკოლის წარჩინებული“. უკვე რამდენიმე წელია “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და “ევროპულ სკოლას” შორის ჩამოყალიბდა პარტნიორობა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხისა და ევროპული სტანდარტების მიღწევას.

დაწესებული გრანტი ენიჭებათ განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩევიან არა მხოლოდ აკადემიური კუთხით, არამედ კლასგარეშე საქმიანობითა და სამოქალაქო ჩართულობით.

Share on: