პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო, საყვარელო ბავშვებო!

ახალი წლის შემობრძანებას გილოცავთ!

ბედნიერების, სიხარულის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი თითოეული თქვენგანისათვის.

მშვიდობა და წინსვლა გვეზეიმოს ჩვენს ქვეყანაში!

ახალ წელს ახალი იმედები, უკეთესი დღეების რწმენა მოაქვს. ჩვენც გვჯერა, რომ ერთმანეთის თანადგომით – ჩვენი ძალისხმევითა და თქვენი მხარდაჭერით მივაღწევთ სასურველ მიზანს, რომლისკენაც ერთად მივისწრაფვით.

შობის მადლი გფარავდეთ და სიყვარული გაძლიერებდეთ!

თქვენი ნანა მოსიძე

Share on: