4-10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული
“ევროპული სკოლა” ჩაერთო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კვირეულში. 5 დეკემბერს მეშვიდე კლასელები შეხვდნენ ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორ გიორგი ჩიტიძეს. სტუმარი სკოლის მოსწავლეებს ესუბრა ადამიანის უფლებებზე, სახელმწიფოში კონსტიტუციის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.