ანიმაციის საერთაშორისო დღე
31 ოქტომბერს ევროპული სკოლის ეზოში დიდი მხიარულება იყო – ჩვენი ქართული პროგრამის მოსწავლეებმა “ანიმაციის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს.
საყვარელი ანიმაციებისა და ზღაპრების გმირების კოსტუმებში გამოწყობილმა პატარებმა სკოლის ეზოში წითელ ხალიჩაზე პოდიუმი მოაწყვეს, ასევე გაიმართა ნახატების გამოფენაც.