ანტიბულიგ კამპანია #ერთადუკეთესია
“ევროპულ სკოლაში“ მთელი კვირის განამვლობაში არაერთი ღონისძიება ჩატარდა ანტიბულიგ კამპანიის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა “ევროპული სკოლის“ ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის სამსახური.
MYP პროგრამის მოსწავლეებმა მოაწყეს თემატური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და ფილმების გარშემო გამართეს დისკუსია ბიბლიოთეკაში.
ასევე თემის ირგვლივ მოამზადეს პოსტერები და გამოფინეს დერეფნებში. მოაწყეს “ფაბლაბში“ მომზადებული ნამუშევრების გამოფენაც.
PYP პროგრამის მოსწავლეებმა კი მთელი კვირის განმავლობაში გამართეს თემატური ფილმების ჩვენება და დისკუსია კლასებში, ასევე ჩაატარეს კვირეულისადმი მიძღვნილი ასამბლეა.
კამპანიაში ჩართული იყო ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც, რომელთაც მოამზადეს პოსტერები თემაზე #ერთადუკეთესია.’’ მოაწყეს მოკლემეტრაჟინი ფილმების ჩვენება-დისკუსია.