აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. “ევროპული სკოლა“ ინკლუზიურ და მზრუნველ გარემოს სთავაზობს ბავშვებს და ცდილობს, თითოეულს შინაარსიანი და სავსე ცხოვრება ჰქონდეს.
სკოლის MYP პროგრამის მოსწავლეებმა 1 აპრილს, როდესაც “მზის შვილების“ ბენეფიციარებს მასპინძლობდნენ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზრუნველი და პასუხისმგებლიანი მოზარდები არიან. მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატარეს დასვენების საათი. ამ კამპანიაში სხვა პროგრამის მოსწავლეები და თანამშრომლებიც ჩაერთნენ აქტიურად. მათ, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სუვენირი და სიმბოლო შეიძინეს. დასასრულს, სკოლამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და სამომავლო თანამშრომლების გეგმები დასახა.