ჩვენ გვიყვარს წიგნების კითხვა
“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ ფარგლებში ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ მოსწავლეებს “პეპი გრძელწინდა“ და “სახურავის ბინადარი კარლსონი“ წაუკითხა.
შეხვედრა “ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკაში გაიმართა და სრული ანშლაგით ჩაიარა. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მსახიობის მიერ წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებს და საინტერესო შეკითხვებს უსვამდნენ სტუმარს.
რუსუდანმა სხვადსხვა ფრაგმენტი გააცოცხლა წიგნებიდან და მომავალში ლინდგრენის სხვა წიგნების წაკითხვასაც დაპირდა პატარებს. წიგნიერი მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა მსახიობთან შეხვედრა.