ციფრული ტექნოლოგიების კვირეული
დაწყებით საფეხურზე საგაკვეთილო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები ადრეული ასაკიდან ეცნობიან ტექნოლოგიურ მიღწევებს და ემზადებიან მომავლის გამოწვევებისთვის. “ევროპული სკოლის“ საკლასო სივრცეებში არსებულ უახლეს ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე წვდომას დადებითი ზეგავლენა აქვს სწავლების ეფექტიანობაზე როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისთვის. დაწყებითი სწავლების დეპარტამენტში გამართულ ციფრული ტექნოლოგიების კვირეულში ქართული და PYP პროგრამების მასწავლებლებმა გაკვეთილებზე მრავალფეროვანი ტექნოლოგიური მოწყობილობა თუ საგანმანათლებლო აპლიკაცია გამოიყენეს და სწავლების პროცესი უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახადეს პატარებისთვის.