დედამიწის დღე
ევროპული სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე “დედამიწა“. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ინტეგრირებული გახლდათ საგნებთან: ბუნება, Lego,ინგლისური ენა: ბუნების გაკვეთილებზე ბავშვებმა შეისწავლეს კონტინენტები; Lego-ს საგაკვეთილო საათებზე მოსწავლეებმა დაამზადეს დედამიწის მოდელი; ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად ხალისით დაეუფლნენ სიმრერებს დედამიწის შესახებ.
პროექტის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება. მეოთხე კლასის მოსწავლეებისთის kahoot-ის გამოყენებით მოეწყო ვიქტორინა. სამივე კლასს პროექტში მონაწილეობისა და აქტიურობისთვის გადაეცა სერტიფიკატი.