European Youth Parlament - ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი "ევროპულ სკოლაში“

  “ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი“ არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაასრებიდან (1987 წ.) დღემდე, თავისი საგანმანათლებლო პროექტებით ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების თანატოლთა მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.

  ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს პატრონაჟს უწევს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი და  Heinz-Schwarzkopf-ის ფონდი.

  “ევროპულ სკოლაში“ (31 იანვარი, 1, 2 თებერვალი) ჩატარდა სასკოლო სესია, რომელშიც სხვადასხვა კერძო სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის 110 მონაწილე 2 დღის განმავლობაში არჩევდა მსოფლიო სამართლებრივ, თუ სხვა სახის პრობლემებს. მათ გუნდური მუშაობით მიიღეს  რეზოლუციები, რომლებიც მესამე, დასკვნით დღეს განიხილეს საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობაში. “ევროპული სკოლის“  ცამეტმა  მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა სესიაზე. ასეთი სახის პროექტები ეხმარება განვითარებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებას.

  “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტი გეგმავს ჩაატაროს მსგავსი პროექტი VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებისთვის, რომელშიც  მონაწილეობას მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

Share on: