“ევროპული სკოლა“ Microsoft-ის საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე
International Open Lesson “Crossing the borders with Microsoft Teams!”
“ევროპული სკოლა“ ლიდერი სკოლა ონლაინ სწავლებაში მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Microsoft-ის პარტნიორი სკოლაა და წვდომა აქვს უახლეს პროგრამულ სერვისებსა და პლატფორმებზე. კომპანია Microsoft-ის ორგანიზებით საერთაშორისო ღონისძიება “გაკვეთილი საზღვრების გარეშე Microsoft Teams-თან ერთად” გაიმართა, სადაც საქართველოდან “ევროპული სკოლის“ გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ გაკვეთილის მსვლელობის დროს თითოეული ქვეყნის გუნდს უნდა წარედგინა თავისი ქვეყანა ონლაინ პრეზენტაციის სახით Microsoft Teams პროგრამაში. გაკვეთილს ესწრებოდა 118 მონაწილე: მოსწავლეები, პედაგოგები, ექსპერტები და Microsoft-ის წარმომადგენლები. “ევროპული სკოლის“ გუნდი წარადგინა 8 მოსწავლემ (მიშიკო გაბაიძემ, ნიაზ მაჰდავიმ, ნინი გაბაიძემ, ანამარია იაკობიძემ, ანა დიასამიძემ, ნუგზარ შოშიაშვილმა, ანასტასია გობიანიძემ, მარიამ ჯახუამ) დიზაინისა და რობოტიქსის პედაგოგის გურანდა გოგალაძის ხელმძღვანელობით.
მსოფლიო პანდემიის დროს, ონლაინ სწავლების ეპოქაში “გაკვეთილი საზღვრების გარეშე“ წარადგინა 6-მა ქვეყანამ: Georgia – European School, Kosovo – Finish School of Kosova, Kazakhstan – Lyceum School #54, Latvia – Talsu 2nd Secondary School, Bulgaria – Hristo Smirnenski Primary School, Azerbaijan – confirmed school.
კომპანია Microsoft-თან თანამშომლობა ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების პროგრესულად დანერგვას.