ევროპული სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკის ტურნირზე გაიმარჯვეს!
“ევროპული სკოლის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ჭადრაკის ტურნირში და უმაღლესი შედეგები აჩვენეს. ზამთრის ტურნირში, რომელიც “ევროპულ სკოლაში“ გაიმართა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კგუფის ძლიერი მოჭადრაკეები, თუმცა მე-3 გ კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული სტრატეგიითა და მონდომებით გამოირჩეოდნენ.
პირველი ადგილი – ცოტნე ბიძინაშვილი
მეორე ადგილი – გაბრიელ გიორგაძე
მესამე ადგილი – გაბრიელ ჯანაშვილი
სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ჭადრაკი არა მხოლოდ ინტელექტის, არამედ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
გილოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებას გისურვებთ მომავალ ტურნირებში!