გაიცანით “ევროპული სკოლის“ გრანტოსნები!
“მიიღო გრანტი ნიშნავს, ისწავლო არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრებით, არამედ იყო კლასგარეშე აქტივობების ინიციატორი და მონაწილე და გამოირჩეოდე სამოქალაქო ჩართულობით,”- ამბობს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ სააკაშვილი.
“განათლება ჩემთვის პრიორიტეტია და მიმაჩნია, წარმატება ამ სფეროში ჩემი მომავალი ცხოვრების უკეთ წარმართვაში დამეხმარება,“- ეს მეათე კლასის მოსწავლის ლიზი ტალახაძის სიტყვებია.
“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის თვრამეტმა მოსწავლემ 2021-2022 აკადემიური წლის II სემესტრის წარჩინებით დამთავრების შედეგად “დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ მიერ დაწესებული გრანტი მოიპოვა. ფონდი ყოველი სემესტრის ბოლოს გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებისთვის აწესებს გრანტს და ცდილობს წაახალისოს და მოტივაცია აუმაღლოს მათ.
ჩვენი სკოლის გრანტოსნები არიან: კვირკელია მარიამი (8ა), ხურცილავა ელენე (8ა), გოგუა ნია (9ა), ზირაქაძე რუსა (9ა), მესტვირიშვილი ნუცა (9ა), ყუბანეიშვილი საბა (9ა), მაისურაძე ნოდარი (9ა), ელბაქიძე ივა (9ბ), გუგუშვილი გიორგი (9ბ), კერვალიშვილი ალექსანდრე (9ბ), მუხაშვილი ალექსანდრე (9ბ), ჯაფარიძე ნია (10ა), თვაური თემური (10ბ, ტალახაძე ლიზი (10ბ, შენგელია ნიკოლოზი (11ა), შუშანია ალექსი (11ა), სააკაშვილი მარიამი (11ბ) და ამირიძე მარიამი (11ბ). გილოცავთ! ჩვენ ვამაყობთ თქვენით.