IB სექტორის მოსწავლეები გაეროს მოდელირების კონფერენციაზე რომში

“ევროპული სკოლის” IB სექტორის მოსწავლეთა 9 კაციანი დელეგაცია 16-21 იანვარს იმყოფებოდა რომში იტალიის გაეროს მოდელირების კონფერენციაზე IMUN 2016,  რომელშიც   იტალიისა და მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის 150 სკოლიდან ჩასული 2500 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. ჩვენი მოსწავლეები სამ სხვადასხვა კომიტეტში: სამართლებრივი კომიტეტი (LEGAL), სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურის საკითხების კომიტეტსა (SOCHUM) და გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში (UNESCO) იყვნენ ჩართულები. ისინი მუშაობდნენ პოლიტიკური თავშესაფრის, ლგბტ პირების უფლებების დაცვისა და სირიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე.

მოსწავლეთათვის ეს კონფერენცია ძალიან ნაყოფიერი  აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ღრმად შეისწავლეს მსოფლიოში არსებული მრავალი პრობლემა, განივითარეს საერთაშორისო თანამშრომლობის უნარები და  გაითავისეს გლობალიზაციის არსი. დელეგაციის წარმატებული მონაწილეობის დასტურია ორი დელეგატის – მარიამ ბაღდავაძის (DP მე-11 კლასი) და აზამატ რახმონ-ზოდას (MYP მე-10 კლასი) დაჯილდოვება წარჩინებულის სერტიფიკატებით.

Share on: