IB MYP შეფასების კომისიის ვიზიტი "ევროპულ სკოლაში“

  31 მაისიდან – 3 ივნისის ჩათვლით, “ევროპულ სკოლაში” იმყოფებოდა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციიდან მოვლინებული კომისია, რომლის მიზანი იყო “ ევროპული სკოლის” MYP პროგრამის შეფასება. კომისიას ხელმძღვანელობდა აფრიკის, ევროპისა და  შუა აზიის MYP სკოლების სერვისების მენეჯერი, ქალბატონი მარგარეტ ჰარისი. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შემოწმდა სასწავლო პროცესები, სასწავლო გეგმები, გაანალიზდა არსებული სასწავლო პრაქტიკა, დაესწრნენ გაკვეთილებს, შედგა შეხვედრები სკოლის თანამშრომელთა  თითოეულ რგოლთან.

  ვიზიტი დასრულდა რეგიონალური ვორქშოფით, რომელშიც “ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობდნენ ერევნის IB  სკოლისა და ”ნიუ სქულის” ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები. ვორქშოფმა, რომელზეც  განიხილეს  შემდეგი საკითხები : ა) შეფასება MYP პროგრამაში; ბ) საზოგადოების სამსახური; გ) ინტერდისციპლინური სწავლა/სწავლება – დადებითი გამოძახილი ჰპოვა ყოველი მონაწილის მხრიდან, აღინიშნა რა მისი პრაქტიკულო მნიშვნელობა.  ეს კი  უდაოდ მაღალკვალიფიციური ვორქშოფ-ლიდერის, ქალბატონ მარგარეტ ჰარისის დამსახურება იყო.

Share on: