ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი - 2022
1 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ილიაუნის“ ეზოში “ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი“-2022 გაიამართა, სადაც “ევროპული სკოლის“ სტენდიც მოეწყო და ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ინდუსტრიული რობოტი Botley; რობოტი mBot; რობოტის ხელი DOBOT; დაეხატათ 3D კალამებით და ჩაეტარებინათ ქიმიური ცდები.
გარდა “ევროპული სკოლისა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში 40-მდე სამეცნიერო თემატიკის სივრცე მოეწყო.
პიკნიკის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლებისთვის თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და საინტერესო ფორმებით.