ისტორია, სასახლე და ბავშვები
“ხელოვნების სასახლეში“ ექსკურსიები გრძელდება 21 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ პირველკლასელები ესტუმრნენ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს.
ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას. ნახეს მუდმივი და დროებითი ექსპოზიციები.
სტუმრობის დასასრულს კი მოისმინეს სათამაშოების ისტორიის შესახებ პრეზენტაცია და საკუთარი ხელით შექმნეს პატარა თოჯინები.
“ხელოვნების სასახლეში“ სტუმრობა მათთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
IV-ბ კლასის მოსწავლეები კი “ჩრდილების თეატრს“ ეწვივნენ და საინტერესო მასტერკლასის თანამონაწილეები გახდნენ.