Lego რობოტიკის ჰაკათონი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) ორგანიზებით 18-19 დეკემბერს ტექნოპარკში Lego რობოტიკის ჰაკათონი გაიმართა. ჰაკათონის გამარჯვებული “ევროპული სკოლის“ გუნდი NA+A+A+N გახდა.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს პროექტები პროგრამის მიმართულებით, ააწყვეს რობოტები, იმუშავეს გარემოს დაცვის თემატიკის ამოცანებზე LEGO MINDSTORMS Education EV3- ის გამოყენებით.
კონკურსზე მონაწილე 3 წევრიანმა გუნდებმა მენტორების ზედამხედველობით წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი რობოტები. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები სწორედ ამ რობოტების შეფასების საფუძველზე გამოავლინეს. Lego რობოტიკის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები გახდნენ:
I ადგილი – NA+A+A+N
II ადგილი – რობუსტა
III ადგილი – NVN
“ევროპული სკოლის“მე-9 კლასის მოსწავლე სანდრო მაკენზი და მე-8 კლასის მოსწავლე ზურა ბურჭულაძე რობოტიკის პედაგოგის ირინა კოჭლამაზაშვილის მენტორობით წარსდგნენ კონკურსზე და I ადგილი მოიპოვეს. მათ გუნდს Digital Institute-ისგან გადაეცა პროგრამირების ტრენინგ კურსის 3000 ლარიანი ვაუჩერი.
ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე მოემზადებიან საერთაშორისო რობოტიკის შეჯიბრებებისთვის.