ლუკა ჟღენტმა სამბოში საქართველოს პირველობა მოიპოვა.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლემ ლუკა ჟღენტმა კადეტებს შორის სამბოში საქართველოს პირველობა მოიპოვა. აჭარის სპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლუკა ჟღენტი 16 წლისაა და წარმატებას 2005 და 2006 წლებში დაბადებული მოზარდების კატეგორიაში მიაღწია.
ლუკა ჟღენტი 17 დეკემბერს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. “ევროპული სკოლა“ ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს სამომავლო კარიერაში.