მოსწავლეები მოხუცებულთა სახლში
ტრანსდისციპლინარული თემის ფარგლებში ქართული პროგრამის IIგ და IVბ კლასის მოსწავლეები “წითელი ჯვრის“ მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ. ბავშვები შეეცადნენ ბებიებისთვის შეექმნათ ოჯახური გარემო, მათგან ისწავლეს ქსოვა, იმღერეს და იცეკვეს ერთად, გამართეს შეჯიბრი ჭადრაკში.
მე-IV კლასის მოსწავლეემა თემიდან გამომდინარე გააცნეს მასპინძლებს 21-ე საუკუნეში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და დაუსვეს კითხვები მათი ბავშვობის დროს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
პატარები ერთი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ ბებიბისთვის და ბაბუებისთვის თბილ ტანსაცმელს და ტკბილეულობას.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ექსკურსია სითბოთი, სიკეთით, სიყვარულით და მადლიერებით სავსე.