მშობლიური ენის დღე
21 თებერვალი – მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება. სწორედ ამიტომ “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეები ნაციონალური ჩაცმულობით მოვიდნენ, მოაწყეს კალიგრაფიის კონკურსი, ანბანის ნახატების გამოფენა, შეხვდნენ მწერლებს, მშობლიური ენის დასაცავად მოაწყეს ფლეშმობი და შემოგვთავაზეს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.