“ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“

ქართული პროგრამის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ ღონისძიებაში “ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ“, რომელიც ამჯერად იტალიას მიეძღვნა. გუნდებმა ონლაინ ქვიზში უპასუხეს შეკითხვებს იტალიის ისტორიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციების შესახებ. ერთ-ერთ მშობელს, რომელიც ამ ინტელექტუალური კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფს რეგულარულად აწვდის საინტერესო შეკითხვებს, შეტანილი წვლილის აღსანიშნავად, ღონისძიებაზე გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი. დასასრულს შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რითაც დამსწრეებმა იტალიური ხასიათი და ენერგეტიკა შეიგრძნეს.

Share on: