პეპის მაჭკატებისა და კარლსონის მურაბების დეგუსტაცია
გემრიელობების დროც დადგა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს პეპის მსგავსად სკოლის კაფეტერიაში მოემზადებინათ მაჭკატები. მზარეულებისაგან მოიძიეს რეცეპტი, კიდევ ერთხელ გადაიკითხეს წიგნში ის თავი, სადაც პეპი დიდი მხიარულობით ცხობას სწავლობს და საკუთარი ხელით მოამზადეს გემრიელი პეპის მაჭკატები.
კარლსონის მურაბების დაგემოვნებაც სახალისო აღმოჩნდა. მომზადებული ტკბილეული თანატოლებს და სკოლის დირექტორსაც კი გაასინჯეს და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პეპის მაჭკატებისა და კარლსონის მურაბების დეგუსტაციამ მხიარულად და გემრიელად ჩაიარა.