სიახლეები

ხელების დაბანის საერთაშორისო დღე

ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა, რომლის მიზანი პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის გაცნობიერება და ხელების სწორად დაბანის უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

ლუკა ფარჯანაძე John Locke Institute-ის ესეების კონკურსის ფინალისტი გახდა

მე-10 კლასის მოსწავლე, ლუკა ფარჯანაძე John Locke Institute-ის ესეების გლობალური კონკურსის ფინალისტია. 

ნინო ბაციაშვილის მასტერკლასი ევროპული სკოლის მოჭადრაკეებისთვის

ევროპულ სკოლას საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო ბაციაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა და ჭადრაკი ეთამაშა.

“ტოტალიტარული რეჟიმების“ შემაჯამებელი ასამბლეა

3 ივნისს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საბაზო საფეხურზე მე-9 კლასის ინტერდისციპლინური პროექტის “ტოტალიტარული რეჟიმების“ შემაჯამებელი ასამბლეა გაიმართა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საგანი ერთი თემის გარშემო გაერთიანდა და მოსწავლეებმა ტოტალიტარული რეჟიმების ისტორია, პროპაგანდის მექანიზმები, ადამიანის უფლებების დარღვევები, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების როლი მრავალმხრივად შეისწავლეს.

პერსონალური პროექტების გამოფენა

27 მაისს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საშუალო საფეხურზე პროექტების გამოფენა გაიმართა, სადაც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები წარადგინეს.

ყვავილების ფესტივალი ევროპულ სკოლაში

ევროპულ სკოლაში “ყვავილების ფესტივალი“ გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოება საქველმოქმედო მიზნით გააერთიანა.

“ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“

ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საბაზო საფეხურზე მე-8 კლასის ინტერდისციპლინური ასამბლეა გაიმართა - “ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ფარგლებში კლიმატის ცვლილების საკითხები მრავალმხრივად შეისწავლეს.

კირა აშმეიბას ნახატების გამოფენა

ევროპული სკოლაში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, კირა აშმეიბას, ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ევროპული სკოლის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდები სანდრო კობახიძემ დააჯილდოვა

ევროპულ სკოლაში დასრულდა ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულ გუნდებთან ერთად სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენი სკოლის ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის, ივიკო ჭელიძის სახელს ატარებს, პლე ოფის სისტემით წარიმართა და ერთი თვე გაგრძელდა.

ES Talks

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები ES Talks-ის სცენაზე გამორჩეულად წარსდგნენ. ღონისძიება ინგლისური ენის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მთავარი თემა  “AI: უხილავი დამხმარე“ იყო.

მარიამ სახიაშვილის ნახატების გამოფენა

ევროპული სკოლაში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, მარიამ სახიაშვილის, ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ელენე ხვედელიანის ნახატების პერსონალური გამოფენა

13 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, ელენე ხვედელიანის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.