ქართული პროგრამის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება
“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 11 ივნისს გაიმართა. სკოლაში შექმნილი საზეიმო განწყობა უკვე ეზოდან იგრძნობოდა, სადაც მაშხალების ამოფრქვევის შემდეგ, მოსწავლეებმა წითელ ხალიჩაზე გაირეს მშობლებისა და მასწავლებლების აპლოდისმენტების თანხლებით. ცერემონია გახსნა სკოლის დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, რომელმაც თავის შთამაგონებელ მიმართვაში მოუწოდა ახალგაზრდებს, გაბედული ნაბიჯები გადადგან მომავლის შენების გზაზე მიზნების მისაღწევად. ცნობილმა მწერალმა და “ევროპული სკოლის“ მასწავლებელმა გიორგი კეკელიძემ დამაფიქრებელი სიტყვით მიმართა კურსდამთავრებულებს, არასდროს დაავიწყონ ადამიანად ყოფნის მთავარი აზრი.
წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა რუსა ზირაქაძემ და ნია გოგუამ, მუდმივი თანადგომისთვის, მათ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლიერება გამოხატეს სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების მიმართ.
ღონისძიებაზე დიპლომები გადაეცათ კურსდამთავრებულებს, წარჩინებულები კი “ევროპული სკოლის“ მედლებით დაჯილდოვდნენ. ცერემონია ქუდების ატყორცნის ტრადიციული რიტუალით დასრულდა.
გამოსაშვები საღამო არ იყო მხოლოდ სკოლასთან დამშვიდობების ღონისძიება, არამედ პატივის მიგება იმ ღირებულებების, ცოდნისა და სულისკვეთებისადმი, რაც “ევროპულსკოლელად“ აყალიბებს მოსწავლეს.