ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეა
29 ნოემბერს ,,ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა პირველი ასამბლეა გაიმართა.
მოსწავლეთა ასამბლეის მიზანია წვლილი შეიტანოს სკოლის საზოგადოების გაერთიანებაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი საყოველთაო ღირებულებების გამოვლინებას, როგორიც არის პატივისცემა, თანამშრომლობა, თანადგომა, თანასწორობა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, მუსიკალური ნომრები, ქიმიის პროექტი STEAM სამზარეულო, საცეკვაო ნომრები და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასამბლეა ინფორმატიული და მრავლისმომცემი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.