სახალისო ვარჯიშები მოსწავლეებისთვის
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს სწავლის დაწყება ბავშვთა ფიზიკური აღზრდის აკადემია “1-2-3“-მა მიულოცა. აკადემიის მწვრთნელებმა და ფიზ. თერაპევტებმა სახალისო გაკვეთილი ჩაუტარეს ბავშვებს.
აქტივობას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრებების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი. იგი ესაუბრა ბავშვებს ფიზიკური აღზრდისა და ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე.
ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო ჯგუფი ზრუნავს “1-2-3“-ის წევრების ჯანმრთელობაზე და აკადემიის ფიზ. თერაპევტებთან ერთად სისტემატურ მონიტორიგს უწევს მათ სწორ განვითარებას.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს “1-2-3“-ის აკადემიაში ვარჯიშის შესაძლებლობა აქვთ სკოლიდან გაუსვლელად, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდგომ.
“1-2-3“ ადგილია, სადაც ბავშვებს პროფესიონალები ავარჯიშებენ!