საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
25 მაისს “ევროპულ სკოლაში“ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის გასააზრებლად არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
დროშის აღმართვა, ჰიმნის შესრულება, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეების მსვლელობა ამ დღის სულისკვეთებას კიდევ უფრო ამძაფრებდა.
საქართველოს პირველი პარლამენტის მოდელირება საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა ამ ისტორიული მოვლენის დეტალების შესასწავლად და ზოგადად, პატრიოტული გრძნობების გასაღვივებლად.