საშაბათო სკოლა
მათემატიკის კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას, მათ აკადემიურ წინსვლას, მათემატიკური, ლოგიკური და სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას და გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში.
I კლასი
- აქტივოებები კითხვისა და წერის უნარის გასავითარებლად:
- ფონემატური სავარჯიშოები;
- ფონემატური უნარის გასავითარებელი ტექსტები( I დონის წიგნები);
- კომპლექსური დავალებები კრიტიკული,შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად;
- წერითი სავარჯიშოები.
II და III კლასი
- ფასეულობითი განათლება დაწყებით სკოლაში
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან შემდეგ თემებს:
- “მშვიდობა“
- სიყვარული“
- “ბედნიერება“
- “პატივისცემა“
- “თანამშრომლობა“
- “თავმდაბლობა“
- “პასუხისმგებლობა“
- “ტოლერანტობა“
- სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტექსტების გაგება-გააზრება, ტესტური დავალებების შესრულება, ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის დაკავშირება.
- ლექსიკის,მართლწერის, გრამატიკისა და კალიგრაფიის საბაზისო უნარების განვითარება.
IV კლასი
- საოლიმპიადო ტესტებზე მუშაობა:
- სხვადასხვა ტიპის (მხატვრული,საინფორმაციო) ტექსტის გააზრება;
- მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვა;
- საკუთარი აზრისა და დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულთან დაკავშირებით;
- არგუმენტირებული მსჯელობა.
დარგობრივი და შემოქმედებითი წერითი უნარის განვითარება-“მწერლობანა“.
კლუბი “ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა“ მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გააცნოს მეტი მოთხრობა, ისტორიული ფაქტი, ლეგენდა თუ მითი დაწერილი ქართულ ენაზე. მოსწავლეები ნაწარმოებების პერსონაჟებთან ერთად იმოგზაურებენ სხვადასხვა დროში, წარმოიდგენენ საკუთარ თავს ისტორიული გმირის თანამედროვედ და მასთან ერთად “იმოქმედებენ“. კლუბში მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება კითხვის უნარ-ჩვევების, წარმოსახვის, ფანტაზიის, შემოქმედებითობის განვითარებაში. თემის დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, შემაჯამებელი ვიქტორინით, თხზულებების გამოფენით ან სხვა სახალისო აქტივობით წარმოაჩინონ ცოდნა.
მოგეხსენებათ, რომ ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ ჩვენი კლუბის მიზანია, კითხვა შევაყვაროთ ბავშვებს კეთების პროცესში.
რას ვაკეთებთ?
- ვქმნითბავშვისთვის საინტერესო გარემოს;
- ვკითხულობთასაკის შესაბამის ლიტერატურას;
- ვიკვლევთ, ვაანალიზებთნაწარმოების შინაარსს(სახალისო აქტივობების დახმარებით);
- ვასრულებთგრამატიკული შინაარსის დავალებებს;
- წაკითხულისმიხედვით მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით ვქმნით ნამუშევრებს(დიორამა, აპლიკაცია, პოსტერი, წერილი, განცხადება და სხვ.);
- ტექსტზემუშაობის დასრულების შემდეგ ვაჯამებთ მიღებულ ცოდნას. შეჯამებას აქვს მრავალნაირი სახე: პრეზენტაცია, ინსცენირება, გამოფენა და სხვ..
კლუბის მუშაობისას ხდება ზღაპრის წაკითხვა, განხილვა, მოსწავლეთა მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, გაანალიზება-მსჯელობა. კლუბის მეცადინეობებში ჩაშენებულია არტ-თერაპიის ელემენტები. ბავშვები ხატავენ ზღაპრის იმ ნაწილს, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, შემდეგ კი მსჯელობენ ნამუშევრის ირვლივ.