SAT მოსამზადებელი კურსები

ევროპული სკოლა გთავაზობთ სრულ SAT მოსამზადებელ კურსს მათემატიკასა და ვერბალურ ნაწილში.

თითოეული მიმართულებით ჩატარდება 3 გაკვეთილი კვირაში.

სწავლება უფასოა “ევროპული სკოლის“ ყველა მოსწავლისთვის და ფასიანია სხვა მსურველთათვის.

კურსზე მიიღებიან XI-XII კლასის მოსწავლეები და IB DP სტუდენტები.

სწავლა დაიწყება 17 თებერვალს და დამთავრდება 4 მაისს. მეცადინეობები ჩატარდება “ევროპულ სკოლაში“.

განცხადებები მიიღება 2012 წლის 15 თებერვლამდე “ევროპული სკოლის“ ტრენინგ ცენტრში, ოთახი N4-5.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ან შეკითხვებისთვის მიმართეთ ნინო კობახიძეს ტელ: 597 140 508

Share on: