შენი მარკა
მარო მაყაშვილი – ახალგაზრდა ქალი, რომელიც იცავდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას, წითელი ჯვრის მოწყალების და, რომელიც 19 წლის ასაკში დაიღუპა საქართველოში წითელი არმიის შემოჭრისას, პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
2021 წელს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, გამოვიდა საფოსტო მარკა მარო მაყაშვილის გამოსახულებით. რამდენიმე დღის წინ “ ევროპული სკოლის“ ქართულმა პროგრამამ უმასპინძლა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. წითელი ჯვრის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრაზე კამპანიის მიზანი, დეტალები, მოხალისეობის მნიშვნელობა გააცნო მოსწავლეებს. მოზარდებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მარო მაყაშვილის, დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოს, გმირობამ.
“ევროპული სკოლა“ არის სკოლებს შორის პირველი, რომელიც შეუერთდა კამპანიას #შენიმარკა, ჩართო აღნიშნულ კამპანიაში მოხალისე მოსწავლეები და დაიწყო შემოწირულობების შეგროვება წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარებისთვის.