გელა ბეჟუაშვილი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
სამეთვალყურეო საბჭო
1991 წელს დაამთავრა ქ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1997 წელს დაამთავრა ტეხასის, SMU უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლა. 2011 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა (აშშ). 2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 2004 წელს – საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 2004-2005 წლებში – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. 2005-2008 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008-2014 წლებში -საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
2014 წლიდან დღემდე მუშაობს “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრად. არის ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის მოწინავე ბიზნეს სკოლის Dom Cabral Foundation, ბრაზილია და სან დიეგოს უნივერსიტეტის, აშშ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი. არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ლიდერობის კურსდამთავრებულთა ასოციაციის (Adaptive Leadership Alumni Association) დამფუძნებელი წევრი. 2016 წლის 5 ოქტომბერს არჩეულ იქნა ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.