TEDxIBEuropeanSchool

TEDxIBEuropeanSchool

x=independently organized TED event

  “ევროპული სკოლის“ ყოველწლიური კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool გაიმართება 2017 წლის 25 მაისს. TEDxIBEuropeanSchool არის დამოუკიდებლად ორგანიზებული ლიცენზირებული ღონისძიება, რომლის მიზანია მოსწავლეებს მისცეს საშუალება თავიანთი ორიგინალური იდეები სხვადასხვა თემატიკის შესახებ გაუზიარონ ფართო აუდიტორიას.  წლევანდელი ღონისძიების თემაა: ” ბარიერების გადალახვა“. დამსწრეები მოისმენენ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა 8 გამოსვლას,  მოწვეული სპიკერი იქნება ახალგაზრდა, ცნობილი პიანისტი, დავით ალადაშვილი, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს ღონისძიებას თვისი სათქმელითა და საფორტეპიანო შესრულებით. 

განრიგი

რეგისტრაცია 14.30 -15.00

პირველი სესია 15.00 –16.30

  1. TEDx შესავალი ვიდეო;
  2. TED სპიკერის ჯული ლითკოტ-ჰაიმსის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი – “როგორ აღვზარდოთ წარმატებული ბავშვები ზედმეტი ზრუნვის გარეშე“;
  3. ტაჰირა ვალიევა – “დროის მართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა“;
  4. ელენე ცხადაძე – “არის კი ჯანსაღი საკვები ყოველთვის სასარგებლო?“;
  5. სანდრო ლომაძე – გაბიანი – “ჰაერის დაბინძურება და საქართველოში ამ პრობლემების გადაჭრის გზები“;
  6. გიორგი მაჭარაშვილი – “ფანტაზია“;
  7. დავით ალადაშვილი – ” აღმოაჩინე შენი თავი ადრეულ ასაკში“.

შესვენება 16.30 –16.45

მეორე სესია 16.45 –18.00

         8. TED სპიკერის ეშტონ კოფერის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი – “ახალგაზრდა გამომგონებლის გეგმა, როგორ გადამუშავდეს პოლისტირენი“;

         9. ალი ალსაიდი  – ” მშვიდობისკენ სავალი გზა“; 

         10.  გიორგი მანჯგალაძე  – “იყავი მოტივირებული!“;

         11. ლიზა სააკაძე –  “ბავშვები და დისნეი“;

         12. სტეფანია პიროშკა  – ” შენ შეგწევს ძალა!“. 

Share on: