TEDxIBEuropeanSchool

TEDxIBEuropeanSchool

x=independently organized TED event

25 მაისს “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა კონფერენცია  TEDxIBEuropeanSchool.  ღონისძიებას ესწრებოდნენ,  როგორც “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე  რუსთავის 24-ე სკოლის, სკოლა 21-ე საუკუნისა და ბაქსვუდის სკოლის წარმომადგენლები. 9 სპიკერმა,  “ევროპული სკოლის“ 8 მოსწავლემ: ტაჰირა ვალიევამ, ელენე ცხადაძემ, სანდრო ლომაძე-გაბიანმა, გიორგი მაჭარაშვილმა, ალი ალსაიდმა, გიორგი მანჯგალაძემ, ლიზა სააკაძემ, სტეფანია პიროშკამ  და მოწვეულმა სტუმარმა, ცნობილმა მუსიკოსმა, დავით ალადაშვილმა, მსენელებს საინტერესო და  მრავალფეროვანი თემები შესთავაზეს. აქ მოისმენდით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის, მოტივაციის ამაღლების, დროის სწორად მართვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის ზომიერად დაცვისა და ადრეულ ასაკში საკუთარი თავის აღმოჩენის შესახებ რჩევებს, ემოციურ გამოსვლას ომთან დაკავშირებული  პრობლემების შესახებ, გაეცნობოდით ფანტასტიკის ჟანრის მწერლების  უნარს, თავიანთი ფანტაზიის ნაყოფი  მეცნიერთათვის შთაგონების წყაროდ აქციონ და ბოლოს ყველაზე ნორჩ გამომსვლელთან ერთად დისნეის სამყაროშიც იმოგზაურებდით.

 

Share on: