უნგრეთის საელჩო საქართველოში და “ევროპული სკოლა“
16 დეკემბერს “ევროპულ სკოლას“ უნგრეთის საელჩოს კომერციული მრჩეველი გაბორ მიკეცზი და უნგრეთის დელეგაციის წევრი დევიდ საზბო ესტუმრნენ. საპატიო სტუმრები ,,ევროპული სკოლის” დირექტორ სოფიო ბაზაძეს, IB პროგრამების ხელმძღვანელ დოქტორ ბრაის ბომოს და ტექნოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ ისაუბრეს STEM კურსების ახალი სერიის შესახებ, რომელიც მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, დააინტერესოს მოსწავლეები პრობლემების გადაჭრით და ამ პროცესში განუვითაროს მათ ტექნიკური და 21-ე საუკუნის უნარები. თითოეულ ნაკრებში შედის ვიდეოები, მასწავლებლის გზამკვლევი, დამხმარე რესურსები.
ვიზიტისას ,,ევროპული სკოლის” მოსწავლეებმა საპატიო სტუმრებს სკოლის ტური ჩაუტარეს. სხვა სივრცეებთან ერთად სტუმრებმა დაათვალიერეს ინოვაციიების ლაბორატორია FabLab, ლაბორატორიიის დაზგა-დანადგარები, ჰუმანოიდი რობოტები, რომლებიც ინოვაციურ სწავლებას უწყობს ხელს.