Vა კლასი სტუმრად თბილისის ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში. დამრიგებელი ნატა მიქელაძე

“ვროპული სკოლის” V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის ეროვნულ არქივში ორგანიზებულ გამოფენას: “თბილისი ურბანული ცვლილებები”.  გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მასალა  გვთავაზობდა ილუსტრაციას იმ ობიექტებისა, რომლებიც ან არ შემორჩა,  ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა. ფოტოების ანოტაციაში შენარჩუნებული იყო ადგილმდებარეობებისა თუ დაწესებულებების ძველი სახელწოდებები, ასევე-  მათი თანამედროვე დასახელება. დასათაურებებში არსებული ცვლილებები, პოლიტიკური იდეოლოგიების მონაცვლეობის პარალელურად, ქალაქის ურბანულ ტრანსფორმაციაზე მეტყველებდა. ექსპოზიციაში ასევე ჩართულია თბილისის გეგმებისა და რუკების ორიგინალები.

ხელოვნების მასწავლებელმა ნატალია ვაწაძემ მოსწავლეებს ექსკურსია ჩაუტარა და მათთან ერთად შეეცადა გამოეცნო სახეშეცვლილი თბილისის მოედნები, ქუჩები, სახლები.

Share on: