VinSpring National Selection 2012
“ევროპული სკოლის” საერთაშორისო ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტები: ვატო ქათამაძე და ლევან ყიფიანი იმყოფებოდნენ უკრაინის ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე-“ვინსპრინგის ეროვნული შერჩევა” (“VinSpring National Selection 2012.”).
კონფერენცია ჩატარდა ვინიცაში, რომელიც სამხრეთ ბუგის სანაპიროზე, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ღონისძიება ოფიციალურად 3 დღე გაგრძელდა, მაგრამ ჩვენი სკოლის წარმომადგენლები , როგორც უცხოელი დელეგატები, ერთი დღით ადრე ჩავიდნენ და კონფერენციის დამთავრებიდან ერთ დღეში წამოვიდნენ.
100 დელეგატი (80 უკრაინელი და 20 უცხოელი) და დახლოებით 30 ოფიციალური პირი ევროპის მთავარი პრობლემების განსახილველად მსჯელობდნენ თემატიკის ირგვლივ- “ბუნებრივად დაკავშირებულნი”. დელეგატები 8 ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი, თოთოეულ ჯგუფს ჰქონდა საკუთარი თემატიკა და გადაწყვეტილება. ჩვენი თემატიკა გახლდათ:
“ენერგოეფექტურობა ევროკავშირის 2020 წლის მდგრადი განვითარების და ეფექტურრესურსებიან ეკონიმიკაზე გადასვლის სტრატეგიის მთავარი საკითხია. ენერგოეფექტურობა ,ფინანსური კუთხით, ენერგომომარაგების ყველაზე გამართლებული საშუალებაა.იგი ხელს უწყობს სათბურის აირების და დაბინძურების სხვა ფაქტორების შემცირებას გარემოში”.
ჩვენმა დელეგატებმა ორგანიზატორების დიდი სიყვარული დაიმსახურეს… და, რაც მთავარია, წარმატებული დელეგატების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. .
აი, რას ამბობს ვატო ქათამაძე მიღებული გამოცდილების შესახებ:
“მივიღეთ უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც უსათუოდ დაგვეხმარება აკადემიურ წარმატებაში, მაგრამ ყველაზე დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენ დავინახეთ რამდენად განსხვავებულია საერთაშორისო ბაკალავრიატის სტუდენტის მიდგომა საკითხისადმი . დავრწმუნდი იმაშიც, რომ მე , ვატო ქათამაძე, ვიყავი საკმაოდ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო სტუდენტების გარემოცვაში , არადა ისინი, ჩემზე ბევრად გამოცდილები იყვნენ კონკრეტულ საკითხში.მე და ლევანი ყველაზე ახალგაზრდა დელეგატები ვიყავით და შთაბეჭდილება მოვახდინეთ ყველაზე ჩვენი აქტიურობითა და უნარებით.დარწმუნებული ვარ , ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის შემდეგ შეკრებაზე უფრო წარმატებულნი ვიქნებით“.