ვიქტორინა “რამდენად კარგად იცნობთ გერმანიას?"
მთლიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მასშტაბით, საგანმანათლებლო ფორმატით Bürger Europas e.V. მიერ და შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და საზოგადოების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო ვიქტორინა, სადაც საქართველოდან “ევროპული სკოლის“ მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ონლაინ ვიქტორინა ეხებოდა გერმანიის ისტორიას, ტრადიციებს, სპორტს, გარემოს, ფლორას და ფაუნას, გართობა-დასვენებას, ტექნოლოგიებს და მედიას.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები გერმანიის ერთ-ერთი სკოლის მეშვიდე კლასელებს ეჯიბრებოდნენ და ინტერაქტიულ რეჟიმში 15 შეკითხვიდან 11-ს უპასუხეს სწორად.