Worcester Polytechnic Institute და Franklin & Marshall College სტუმრად “ევროპულ სკოლაში"
25 სექტემბერს “ევროპულმა სკოლამ” Worcester Polytechnic Institute-ისა და Franklin & Marshall College-ის წარმომადგენლებს – ჯული ლავლესსა და კარლი მანკუსს უმასპინძლა.
სტუმრებმა ქართული პროგრამის, ამერიკული უმაღლესი სკოლისა და IB პროგრამების მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროგრამებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმების შესახებ.
მოსწავლეებმა მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა დაწერონ ეფექტური პერსონალური ესეები და სამოტივაციო წერილები.
პრეზენტაციის დასასრულს, ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ჩვენი მოსწავლეების დამატებით შეკითხვებს უპასუხეს.